21:33 - 18 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 13:20:49, 270 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - როცა გახარია სააკაშვილზე საუბრობს, პირი გამოირეცხოს

ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების, რეჟიმის გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანიც საპროტესტო მოძრაობის დასუსტება და დაშლაა. ივანიშვილის რეჟიმი არის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე - ან ჩამოიშლება, ან გადარჩება, შედეგი კი ჩვენზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.

ლაშა ფარულავას შეფასებით, ქვეყანაში „წითელი ტერორი“ მიმდინარეობს და ფონდების დაყადაღებაც, რომლებიც ადამიანებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ, ამის ნათელი მაგალითია.

„ქვეყანაში რეპრესიები დიდი ხანია უკვე დაწყებულია და ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარაშვილის საჩივარიც ამას ემსახურება. „წითელ ტერორს“ ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ - ციხეში გამოკეტილი პოლიტპატიმრები, ასობით დაჯარიმებული ადამიანი, ეს კი სისტემატურად გრძელდება. ამ ყველაფრით კი ივანიშვილი გვეუბნება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციები მისთვის ძალიან მძიმეა და მისი ამოცანაა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა დაშალოს. ოპოზიცია ერთიანია ორ საკითხში - ახალი არჩევნები „რუსული რეჟიმის“ გარეშე და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ არ იქნება გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, კალანდარიშვილის, ჯავახიშვილისა და ცესკოს პასუხისმგებლობაზე საუბარი თითიდან გამოწოვილია. მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და საჯარო სექტორი უნდა იყოს. ეს არის „ქართული ოცნების“ ქსელი და ჩვენი ამოცანა ამ ქსელის ჩამოშლაა.

ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური პირი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სალომე ზურაბიშვილია. უმძიმესი რეალობაა ქვეყანაში, ეს კი ეკონომიკას ურტყამს და აზიანებს ჩვენი განვითარების გრძელვადიან შესაძლებლობას და თუ ჩვენ რუსული რეჟიმის დასრულება გვინდა, მაშინ ჩვენ ერთიანები მოქმედებაში უნდა ვიყოთ და არა რიტორიკაში. სტუდენტებმა თავიანთი ბრძოლა გვაჩვენეს, თუმცა ახლა პოლიტიკოსებმა უნდა ვანახოთ საზოგადოებას რა შეგვიძლია“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე პოლიტიკოსი „გახარია - საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებსაც ეხმაურება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, როდესაც გიორგი გახარია სააკაშვილზე საუბრობს „პირი გამოირეცხოს“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეაა, საქართველოს აღმშენებლობის და წლებია ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ვიბრძვით, ახლა კი გაჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები და გვიმტკიცებენ ოპოზიციონერობას და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას, რეჟიმს და ოლიგარქიას ებრძოლონ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვიან, ამით კი საპროტესტო მუხტი ზიანდება.

როდესაც გახარია სააკაშვილზე საუბრობს, პირი გამოირეცხოს, ეს არის ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს ქვეყანაში ალექსანდრე ბორტნიკოვი და რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები შემოდიოდნენ და შეხვედრებს მართავდნენ. ვინმეს დაავიწყდა 2018 წლის არჩევნები, ის თუ რაც მოხდა ზუგდიდში, მასწავლებლებისგან და დირექტორებისგან მორჩილებას რომ ითხოვდნენ და კონკრეტული ადამიანი რომ შეეწირა?“- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბოლო დღეებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, ლაშა ფარულავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური პირია ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალებით მან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

„სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური პირია, მაგრამ, როცა პოლიტპატიმრებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა, ადამიანი, რომელმაც ევროკავშირის დროშა პირველმა ასწია და კავკასიის რეგიონში დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. მისი პატიმრობა კრემლის პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

31 მარტს აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, „ნაციონალური მოძრობა“ ყველაზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუნდესტაგმა მერცის კონსტიტუციური რეფორმების პაკეტს დაუჭირა მხარი
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
ანდრეი ერმაკი - ჩვენ არასდროს არ ვაღიარებთ არცერთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics