2025-03-18 12:17:05, 298 ნახვა
პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე - განათლების მინისტრის ბრძანება ქვეყანაში დაწყებული ტერორის ტალღის გაგრძელებას ემსახურება
![]() განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც სკოლების სტრუქტურაში პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის გაჩენას ეხება, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროში დაწყებული ტერორის ტალღის გაგრძელებას ემსახურება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ განათლების მიღების საყოველთაობა უზრუნველყოს, მოაწესრიგოს სკოლების ინფრასტრუქტურა და კვების საკითხი გადაწყვიტოს, კონტროლის ახალ მექანიზმებს ქმნის. „ეს არის ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომელიც მაგალითად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მედიაში მოინდომეს და ბრიტანულად გაასაღეს. სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისთვის უნდათ რომ შექმნან და ამერიკულად გაასაღონ, თითქოს ევროპული რეგულაციები შემოაქვთ. ხელისუფლებამ ოფიციალურად გააჩერა ევროპისკენ სავალი გზა, რასაც უდიდესი პროტესტი მოჰყვა და ეს პროტესტი დღესაც გრძელდება. ცინიკურია, რომ განათლების სამინისტროს უნდა საკუთარი პოზიცია აქედან ამოგდებულად წარმოაჩინოს, შეუძლებელია ეს ასე მივიღოთ. განათლების მუშაკებში, სკოლებში არის სერიოზული პროტესტი და უკმაყოფილება, მათ შორის ეს ხალხი არის ამ დიდი პროტესტის ნაწილი. რა თქმა უნდა, შეშფოთებულ ხელისუფლებას აქვს სურვილი, კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო რთული გახადოს, ყველანაირად გააკონტროლოს მათი ქმედებები, მათი გადაადგილებები. როდესაც ამბობენ, რომ თურმე პერსონალური მონაცემების დაცვას ემსახურება ეს ახალი ღონისძიებები იმ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად, მთელი ქართული საზოგადოება იმყოფება უწყვეტი ვიდეო კონტროლის და მონიტორინგის ქვეშ, აბსოლუტურად ცინიკური და ღიმილის მომგვრელია მათი განმარტება. ვფიქრობ, ამ მახინჯი სისტემიდან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების დანიშვნა, დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში და ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების სფეროში ფუნდამენტური და რადიკალური ცვლილებების განხორციელება“,-განაცხადა ჩიხრაძემ. ცნობისთვის, საჯარო სკოლის დირექტორის წარდგინებით, რესურსცენტრის უფროსი, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომლის მოვალეობა პერსონალური მონაცემების დაცვა იქნება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მოქმედმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემშესაბამისი ცვლილება მისი წინამორბედის მიერ 2006 წელს გამოცემულ ბრძანებაში შეიტანა. ბრძანებას ალექსანდრე წულაძემ ხელი 12 მარტს მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით. „რესურსცენტრის უფროსი რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას, რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით“,- წერია დოკუმენტში.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა
ქვის ცვენის და ზვავების გამო, მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთებზე, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
ტრამპი და პუტინი საუბრობენ- პირველი დეტალები
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ლელოს“ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ
|
რედაქტორის რჩევით
ბიძინას რეჟიმი მოქალაქეთა უპრეცედენტო ტერორზე გადავიდა
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომის წელს დასრულება სურს
![]() უკრაინელებმა რუსების მიერ გადმოსროლილი 137 დრონიდან 63 გაანადგურეს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|