|
2025-03-17 18:23:15, 873 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება
ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები, მართულები და მართვადები არიან და უმრავლეს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან", ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ და აქაც ზუსტად იგივე შემთხვევაა , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე ფონდის დაყადაღების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფონდები იმისათვის, რომ თავიანთი სავარაუდო დანაშაულები გადაფარონ და როგორმე, საზოგადოების თვალში რაღაცით მაინც დადებითი კუთხით წარმოჩინდნენ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა „წამებულის მანტია“ მოირგონ. „ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები, მართულები და მართვადი არიან და უმრავლესს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან", ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ. აქაც ზუსტად იგივე შემთხვევაა, როცა სამართალდამცავები განმარტებას აკეთებენ, თუ რა არის ფონდების დაყადაღების საფუძველი, თუმცა იმისათვის, რომ თავიანთი სავარაუდო დანაშაულები გადაფარონ და როგორმე, საზოგადოების თვალში რაღაცით მაინც დადებითი კუთხით წარმოჩინდნენ, ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წამებულის მანტია მოირგონ. ეს ყველაფერი ამას ემსახურება. რა თქმა უნდა, ეს საკითხი სამართლებრივია, რასაც სამართლიანი სასამართლოს ფორმატში წერტილი დაესმება. ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა - სააკაშვილის, მელიას, უგულავას თუ „რ2”-ის საქმეზე, რომელზეც ცდილობდნენ, რომ რომ როგორმე, ეს საქმეები პოლიტიკურ მდგენელში გადაეზარდათ. მაგრამ ეს ადამიანები საქართველოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თან მერამდენედ? დარწმუნებული ვართ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუ ეს ადამიანები გაბედავენ, რომ სამართლებრივად თავიანთი უფლებების დაცვა სადმე გააგრძელონ, ისევ და ისევ დამარცხდებიან საქართველოსთან ბრძოლაში. ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი კუთხით”, - განაცხადა გორდულაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)