2025-03-16 13:03:02, 310 ნახვა
მსოფლიო
თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება განმარტეს
![]() თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება განმარტეს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა „ამერიკის ხმის“ მიმართ პრეტენზიების ჩამონათვალი და ამგვარად განმარტა მედიასაშუალებისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება. თეთრი სახლის განცხადებაში, რომლის სათაურია „რადიკალური ამერიკის ხმა“ მოყვანილია ციტატები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, რომლებშიც „ამერიკის ხმას“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევასა და პასუხისმგებლობისგან მუდმივ თავის არიდებაში ადანაშაულებენ. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ამერიკის ხმის“ რამდენიმე რეპორტიორი აქვეყნებდა ტრამპის საწინააღმდეგო კომენტარებს თავიანთ პროფესიულ ანგარიშებში სოციალურ ქსელ „იქსში“. ტრამპის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც „ამერიკის ხმის“ სოციალური მედიის პოლიტიკა ავალდებულებს ამ მედიასაშუალების თანამშრომლებს სოციალურ ქსელებში იყვნენ მიუკერძოებლები. თეთრმა სახლმა ასევე მოიყვანა შემდეგი არგუმენტები: 2020 წელს „ამერიკის ხმა“ წერდა რუსეთის შესაძლო როლზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის გარშემო აგორებულ სკანდალზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აღიქვა როგორც „სიმართლის დამალვის“ მცდელობა. „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სთხოვა, არ მოეხსენიებინათ „ჰამასი“ და მისი წევრები ტერორისტებად, „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ოფიციალური განცხადებების ციტირება“. 2019 წელს მაუწყებელმა გაუშვა სიუჟეტი ტრანსგენდერი მიგრანტების შესახებ, რომლებიც აშშ-ში თავშესაფარს ეძებენ. თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადების გადამხდელები აღარ დააფინანსებენ რადიკალურ პროპაგანდას“. ცნობისთვის, 15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელ-ფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვს სამუშაოს შესრულების უფლება. მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL (რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.
21 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ კვირაში რუსებმა 1 360-მდე რაკეტა გაუშვეს, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადაწვა დასჯადია
თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ კვირაში რუსებმა 1 360-მდე რაკეტა გაუშვეს, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა
![]() უკრაინულმა ჯარებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|