|
2025-03-16 12:53:08, 811 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები
საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყება და ახალი არჩევნები დაინიშნება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „MEGOBARI აქტი“ ნიშნავს “კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას”. “საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობები დალაგებას დაიწყებს, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყება და ახალი არჩევნები დაინიშნება. საბოლოოდ, სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით და ამ ანტიდასავლურ, ანტიჰუნანურ, ანტიდემოკრატიულ ძალებს, თვითმარქვია რეჟიმს გავისტუმრებთ და ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოვა. სწორედ, MEGOBARI აქტიც ამის ფუნდამენტია. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - ან იზოლაცია - საითაც “ქართულ ოცნებას” დღეს საქართველო მიჰყავს, ან ინტეგრაცია - ამერიკასთან, ევროპასთან, მეტი ინვესტიციები, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი უვიზო მიმოსვლა, მეტი სარგებელი ქართველ ხალხს, რომელიც გვაქვს საპირწონედ. აი, ეს არის MEGOBARI აქტის შინაარსიც. ამიტომ ყალბი პროპაგანდა, რასაც [“ქართული ოცნება] არ უნდა ეცადოს, ძალიან კონკრეტული, ობიექტური გარემოებაა. დღევანდელი მძიმე კრიზისის გამოსავლისკენ მიმავალი გზა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების [ჩატარება]. MEGOBARI აქტი თავისთავად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, წნეხს ყველა იმ ადამიანზე, ვინც აყალბებს ქართველი ხალხის ნებას. ამასთან, MEGOBARI აქტი ნიშნავს ქართველი ხალხის უკიდეგანო მხარდაჭერას”, - განაცხადა ვაშაძემ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)