2025-03-16 11:58:20, 363 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი, აღარ არის პრეზიდენტი
![]() ერთადერთი საკითხი შეიძლება იყოს პრობლემური დღეს, ეს არის კოორდინირება პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის - არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი, სურვილი არ მაქვს, რომ შევაფასო, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან ჟურნალისტებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ზურაბიშვილი ვალდებული იყო რუსული აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა“. „მე არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. დიდი ინტერესიც არ მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ. ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მნიშვნელოვანია მათ საკუთარი ფუნქცია იგივე საგარეო მიმართულებით იპოვონ, ძალიან ბევრი მუშაობს და კარგია, ასევე, კოორდინირება უნდა იყოს ქართველ ხალხთან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება კოორდინაციას: "ამას ვიზამ", ზეგ შესაძლოა "ვაიმეო" თქვან. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, ვისაც აინტერესებს, უსმინოს ამას. ერთადერთი საკითხი შეიძლება იყოს პრობლემური დღეს, ეს არის კოორდინირება პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კოორდინაცია არსებობდეს. კონკრეტული ადამიანები კონკრეტული სიტყვების მოგონება, რომ მე ამას გავაკეთებ, 31-32 მარტს რაღაცას ვიზამ და შევქმნი, ჩემთვის საინტერესო არ არის. ეს ადამიანი ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის. მე მისგან არასდროს არაფერი მომითხოვია. ის ვალდებული იყო რუსულია აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა. მე პირადად და ჩემ პარტიას მოთხოვნა, რომ ეს უნდა გააკეთოს, არ გვქონია. არ გააკეთა? - ეს მისი ღირებულებები საკითხია. მე არ მაინტერესებს ეს ადამიანი, სურვილი არ მაქვს რომ შევაფასო. აღარ არის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი „მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა.“ მისი თქმით, ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას”, რომელიც უძლებს ყველაფერს, ხოლო „ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი“. „მე ვამზადებ, და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
21 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ კვირაში რუსებმა 1 360-მდე რაკეტა გაუშვეს, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადაწვა დასჯადია
თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ კვირაში რუსებმა 1 360-მდე რაკეტა გაუშვეს, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა
![]() უკრაინულმა ჯარებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
თბილისში 21 წლის ბიჭი მოკლეს
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|