2025-03-16 11:18:29, 401 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა იემენელ ჰუსიტებზე იერიშების ბრძანება გასცა და ირანს მოუწოდა, მხარდაჭერა შეწყვიტოს
![]() აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იემენში ჰუსიტების პროირანული ჯგუფის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საჰაერო იერიშების მიტანის ბრძანება გასცა. მანვე დაწერა, რომ აშშ ტერორისტების წინააღმდეგ "ლეთალურ ძალას გამოიყენებს", სანამ მიზანს არ მიაღწევს და წითელ ზღვაში თავდასხმები არ შეჩერდება. ტრამპმა აღნიშნა, რომ "ირანის დაფინანსებით", ჰუსიტები წითელ ზღვაში ამერიკისა და მოკავშირეების გემებს, თვითმფრინავებსა და დრონებს თავს ესხმოდნენ, რაც აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკას აზარალებს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. "დღეს აშშ-ს არმიას ვუბრძანე, რომ იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ გადამწყვეტი და ძლიერი ქმედება დაიწყოს. ისინი ამერიკული და სხვა გემების, თვითმფრინავებისა და დრონების წინააღმდეგ მეკობრეობის, ძალადობისა და ტერორიზმის ულმობელ კამპანიას აწარმოებენ. [...] ირანის დაფინანსებით, ჰუსიტი ბანდიტები აშშ-ს თვითმფრინავებს რაკეტებს ესროდნენ და ჩვენი ჯარისკაცები და მოკავშირეები მიზანში ჰყავდათ ამოღებული. ეს ულმობელი იერიშებით აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკა მილიარდობით დოლარს კარგავდა, ამავდროულად, უდანაშაულო სიცოცხლეებს საფრთხის წინაშე აყენებდა. ჰუსიტების თავდასხმას ამერიკულ გემებზე არ შევიწყნარებთ. დაუძლეველ ლეთალურ ძალას გამოვიყენებთ, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. ჰუსიტებმა საზღვაო გზები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყლითსავალ გზებზე შეზღუდეს, რითაც გლობალური ვაჭრობის დიდი ნაწილი შეაჩერეს და ნავიგაციის თავისუფლების ძირეულ პრინციპს თავს დაესხნენ, რაზეც საერთაშორისო ვაჭრობა არის დამოკიდებული. ჩვენს მამაცი მებრძოლებს ამ წუთებში ტერორისტების ბაზებზე, ლიდერებსა და სარაკეტო თავდაცვებზე საჰაერო იერიშები მიაქვთ, რათა ამერიკული საზღვაო გადაადგილება, საჰაერო და საზღვაო ქონება დაიცვან და სანავიგაციო თავისუფლება აღადგინონ. ვერანაირი ტერორისტული ძალა ვერ შეაჩერებს ამერიკის სავაჭრო და საზღვაო გემებს მსოფლიოს წყლითსავალი გზებში თავისუფლად ცურვისგან". - წერს ტრამპი. გარდა ამისა, ტრამპმა ირანს მოუწოდა, რომ ჰუსიტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და დაემუქრა, რომ აშშ მათ "პასუხს სრულად აგებინებს". "ირანს: ჰუსიტი ტერორისტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! არ დაემუქროთ ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი მიიღო, ან მსოფლიო საზღვაო ხაზებს. თუ ამას იზამთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა თქვენ პასუხს სრულად გაგებინებთ და თავაზიანები არ ვიქნებით". - წერს ტრამპი. ჰუსიტები იტყობინებიან, რომ მათ ტერიტორიაზე, სანაასა და საადას პროვინციებში აფეთქებები მოხდა. მათივე თქმით, აშშ-მ იერიშები დჰამარის პროვინციაშიც მიიტანა. AP News-თან საუბრისას ანონიმურმა აშშ-ს თანამდებობის პირმა თქვა, რომ ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო იერიშები გაგრძელდება. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ოპერაცია აშშ-მ მოკავშირეების გარეშე ჩაატარა.
არსებობს გეგმა A და გეგმა B - რუბიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაზე
გუბაზ სანიკიძე - არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია სალომე ზურაბიშვილი
ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა, 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია
|
რედაქტორის რჩევით
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ კვირაში რუსებმა 1 360-მდე რაკეტა გაუშვეს, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
მთავარი თემა
|