02:29 - 16 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 14:18:04, 252 ნახვა

მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის

ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ევროპასთან საერთო ძალიან ბევრი გვაქვს. დიახ, ხანდახან ევროპელებს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვეთანხმები მათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები, ეს ყველაფერი პოლიტიკურ განსხვავებებზე დიდხანს დარჩება“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, სურს, რომ ევროპა წარმატებული და აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყოს.

„ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის. მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ, რომ თავიანთი საზღვრები გააკონტროლონ. ხედავთ, რომ ისინი თავიანთი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას იწყებენ, მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეები საზღვრებზე შეჭრას აპროტესტებენ. ევროპამ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამხრეთში ვითარება სულ უფრო საშიში ხდება - უკრაინის შეიარაღებული ძალები
ამერიკელების უმრავლესობა უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკას, საზიანოდ მიიჩნევს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია -ვიდეო
ჯეი დი ვენსი - ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics