|
2016-03-11 15:18:10, 626 ნახვა
საზოგადოება
მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ვახტანგ დოლიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტს დამატებით 8 ერთეული, ხოლო ქ. გორის მუნიციპალიტეტს 7 ერთეული მრავალფუნქციური პრინტერი გადასცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის პირველი ეტაპი იანვრის თვეში განხორციელდა. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შერჩეულია ათი საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ და ბათუმი), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისების გაცემა ელექტრონულ ფორმატში მოხდება. „აღნიშნული სისტემების დანერგვის საშუალებით გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტის „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით" ფინანსური მხარდაჭერით. საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტებს 155 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემა“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)