|
2025-03-14 14:36:20, 637 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - ნაკლებად მჯერა სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე
ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ ქარტიამ გააერთიანა ეს ხალხი, შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილის და მისი მეგობრების მეცადინეობით ერთობლივად უარი თქვეს პარლამენტზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ უბრალოდ არ აქვთ. „არ ვიცი, მეტი გაერთიანება რა უნდა იყოს, მაგრამ მივესალმები ქართული ოპოზიციის, „ნაცური“ ოპოზიციის გაერთიანებას ერთად, რადგან ნაკლებად დააბნევენ ამით ხალხს. ქალბატონი სალომეც თუ ამაში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგი, კიდევ უკეთესი იქნება, თუ დაარწმუნებს ამ ძვირფას ოპოზიციონერებს იმაში, რომ საერთოდ არცერთ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. მგონი, მათთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი იქნება ასე. პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ უბრალოდ არ აქვთ. რაც შეეხება იმას, ლიდერი ვინ იქნება, ამ შემთხვევაში, ხაზარაძე ჯიბეზე ხელს თუ გაიკრავს, ფული მოაგვარებს ამ პრობლემას, ქალბატონი სალომეს ლიდერობის მე ნაკლებად მჯერა. უფრო მგონია, ხაზარაძეს ვინაიდან ფული აქვს, ის იჩალიჩებს ლიდერობაზე. ვნახოთ, რა გამოვა. მე თანახმა ვარ, ვინც გინდა, ის იყოს ლიდერი, ეს ხალხი თუ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ერთმანეთს ულიდერონ და თუ უნდათ, გააჭენონ ერთმანეთი. არანაირი პრობლემა არ არის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)