|
2025-03-13 19:42:40, 652 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - რეპრესიები, რაც საჯარო მოხელეებს მოუწყვეს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად
რეპრესიები, რომლებიც ახლა მოუწყვეს საჯარო მოხელეებს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ექსპო ჯორჯიაში“ ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ საჯარო მოხელეების მხარდაჭერის ხედვა წარადგინა. ნიკა გვარამიას თქმით, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გეგმები, კონკრეტულად კი - კომპენსაციები, სამსახურში აღდგენა და ხელფასის ზრდა. „საჯარო მოხელეები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წინ, მისი ისტორიული მიზნებისკენ, ხალხი მიჰყავს კეთილდღეობისკენ, ამიტომ არ შეიძლება არცერთი ხელისუფლების პირობებში ისინი ისჯებოდნენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მათ აქვთ სრული უფლება, რომ გამოხატონ შეხედულებები ნებისმიერი ფორმით, როგორსაც აირჩევენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რეპრესიები, რომლებიც ახლა მოუწყვეს საჯარო მოხელეებს, უნდა აღმოიფხვრას რეჟიმთან ერთად და მათთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმები, მაგალითად კომპენსაციასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა გადავუხადოთ, აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს და იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო მოხელეები უნდა მუშაობდნენ პროფესიონალურად, კიდევ უფრო მაღალი ხელფასით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზენტაციის ფარგლებში საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული პირებმა და კოალიციის სპიკერებმა შეკრებილებს ხედვა წარუდგინეს - საჯარო მოხელეთა მხარდაჭერისა და საჯარო სექტორის გაძლიერების კუთხით. პრეზენტაცია საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულმა პირებმა გახსნეს. მათი თქმით, ისინი საჯარო სექტორიდან სწორედ ქვეყნის ევროპული კურსის დაცვისათვის გაათავისუფლეს, მათ ძირითადი აქცენტი საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ღონისძიებას საჯარო მოსამსახურეების, არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)