14:59 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 12:54:17, 761 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელიამ სოფელ შქმერში მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ,  რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ  ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა.
როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ადგილობრივმა ფერმერმა ფერმის მშენებლობისთვის  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა,  150 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო და  ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, სოფელ შქმერში მეცხოველეობის ფერმა ააშენა.  
მათივე ცნობით, აღნიშნული ფერმა ჩართულია კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის განვითარების პროექტში, რომლის ფარგლებში ადგილობრივი ფერმერებისთვის  გენეტიკურად გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიშის ძროხების გადაცემა და კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით მათი მოვლა-პატრონობა ხორციელდება. 
როგორც ოთარ დანელიამ  აღნიშნა, მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მესაქონლეობის დარგის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics