20:42 - 12 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 15:35:23, 300 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ ბელარუსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ავსტრიაში ახალი ელჩები დანიშნა

საქართველოს მთავრობამ ბელარუსში, ავსტრიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახალი ელჩები დანიშნა - შესაბამისი განკარგულებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. ბელარუსში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავა გიორგი საგანელიძემ, რომელიც 2023 წლიდან ბელარუსში საქართველოს დროებითი რწმუნებულის პოსტს იკავებდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩის თანამდებობა გიორგი ჯანჯღავამ დაიკავა, რომელიც 2018-2024 წლებში თურქეთში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა. ავსტრიაში კი საქართველოს ელჩის თანამდებობა ალექსანდრე მაისურაძემ დაიკავა, რომელიც 2012-2015 წლებში ავსტრიაში საქართველოს დესპანის თანამდებობას იკავებდა.

ახალი ელჩების ბიოგრაფიები:

გიორგი საგანელიძე

დაბადების თარიღი 1972 წლის 29 სექტემბერი, ქ.თბილისი

პროფესიული გამოცდილება

2023 - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბელარუსის რესპუბლიკაში

2021 - დირექტორის მოადგილე, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტი

2016 - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში

2013 - 2015 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში

2011 - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი

2009 - 2011 - წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი

უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკები,

2005 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთის რესპუბლიკაში

2003 - დსთ-ის დეპარტამენტის უფროსი

2000 - დსთ-ის დეპარტამენტის მრჩეველი

1999 - დსთ-ის დეპარტამენტის II მდივანი

1998 - დსთ-ის დეპარტამენტის ატაშე

1996 - პრაქტიკანტი

განათლება
1991 - 1996 - აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (მცირე აზიის ენები და ისტორია)

1993 - 1996 - იურიდიული ფაკულტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

გიორგი ჯანჯღავა

დაბადების თარიღი 1965 წლის 24 ივლისი, ქ.თბილისი

პროფესიული გამოცდილება

2018 წლიდან - 2024- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ალბანეთის, სუდანის, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ და მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკებში;

2014 – 2018 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში; ასევე, აკრედიტებული ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში; საქართველოს წარმომადგენელი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC);

2013 – 2014 - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში;

2009 – 2013 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში;

2006 – 2009 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; ასევე, აკრედიტებული სირიის არაბთა რესპუბლიკაში;

2004 – 2005 - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მეცნიერ-თანამშრომელი, მკვლევარი;

1994 – 2004 - საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. ტრაპიზონი);

1993 – 1994 - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი;

1992 – 1993 - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში;

1989 – 1992 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

განათლება
2023 წლის 5 ოქტომბერი - მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი;

1990 - გრძელვადიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ლონდონის უნივერსიტეტში.

1986 – 1987 - სწავლობდა კაიროს (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) უნივერსიტეტში;

1988 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი;

ალექსანდრე მაისურაძე

დაიბადა 6 სექტემბერი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1995-1998 – საქართველოს დიპლომატიური აკადემია (წარჩინებით);
1998 – ინტენსიური ენის კურსი ნევადის უნივერსიტეტი, აშშ;
1998 – ჯორჯ ს. მარშალის ევროპული უსაფრთხოების ცენტრი, კურსი – ლიდერები 21-ე საუკუნისთვის, გარმიშ-პარტენკირხენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;
1990-1995 – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (წარჩინებით);
2002 – ნატოს თავდაცვის კოლეჯი (IPOC);
2003 – ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი ევროპული უსაფრთხოების კურსი, ქ. ჟენევა, შვეიცარიის კონფედერაცია.

სამუშაო გამოცდილება:
1998-2000 – უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს ატაშე;
1999-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს მეორე მდივანი;
2000-2002 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2002-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლისა და ახალი საფრთხეების სამმართველოს უფროსი;
2005-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2006-2008 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
2008-2012 – ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე;
2012-2015 – ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად ცეცხლაძე - ეს არ არის თანასწორთა შორის კამათი, ეს არის დავის პოზიციაში ყოფნა
20 წელი ჩავჯდები, ბიძინა ივანიშვილს მსხვერპლად შევეწირები, ამ ბავშვებს თავი დაანებოს
ზელენსკი - არჩევნები ომის დასრულების და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება
ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეხვედრას გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics