2025-03-11 21:05:05, 419 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტიდან 2 ლექტორის გაშვებას აპროტესტებს
თსუს-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნაწილი უნივერსიტეტიდან 2 ლექტორის, ირინა ხერხეულიძისა და გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ პროფესორები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. "თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვაპროტესტებთ პროფესორების გათავისუფლებას, რაც აშკარად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. წლების განმავლობაში, ეს ლექტორები მაღალი აკადემიური სტანდარტებით, სტუდენტების მხარდაჭერით, პრინციპულობითა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებით გამოირჩეოდნენ. მათი წვლილი დიდია უნივერსიტეტში კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. მათი დათხოვნა გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაც უნივერსიტეტისთვის, როგორც ცოდნისა და თავისუფალი აზრის სივრცისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, მოვითხოვთ, თსუ-ს ადმინისტრაციამ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილების საფუძვლები საჯაროდ განმარტოს და გამჭირვალე არგუმენტები წარმოადგინოს - და პოლიტიკური ჩარევისგან აკადემიური სივრცის დაცვა უზრუნველყოს. უნივერსიტეტში გარანტირებული იყოს აკადემიური თავისუფლება და პლურალიზმი". - თქვეს სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. მათ ასევე განცხადებაში მხარდაჭერა გამოუცხადეს რეჟიმის პატიმრებსა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირინე ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს - არსებული ინფორმაციით, მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. "უნივერსიტეტიდან გამაგდეს. ახლა რომ ვაანალიზებ, უფრო ადრეც ვიყავი გასაგდები. დღეს თვალი ამეხილა და მინდა გულწრფელად მოვინანიო ის სამწუხარო რიალობა, რომ დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის წისქვილზე ასე თავხედურად და აღვირახსნილი ცინიზმით ვასხამდი წყალს. მონანიებისთვის, მზად ვარ, საკუთარი ხარჯით, ყოველგვარი სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დაფინანსების გარეშე, ერთი სემესტრით, გაცვლითი პროგრამით გავემგზავრო თურქმენეთში მისი აწ გარდაცვლილი (მშვიდობა მის სულს!) პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის ნაშრომების საკვლევად და სათარგმნად. იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი სინანული შესმენილი იქნება მათ მიერ, ვისაც ამ უდიდესი აკადემიური შეცოდების პატიება შეუძლიათ. და მე დავბრუნდები უკან. აქვე გთხოვთ, ხელფასი განმისაზღვროთ ერთ ლექციაში თუთხმეტი მანეთი და სამოცი კაპიკი. ბოლოს, დიდი მადლობა კოლეგებს, რომლებმაც ცქვიტად აიღეს საკუთარ თავზე ჩემი საგნების წაკითხვა, რომლებიც ჩემამდე საერთოდ არ იკითხებოდა და ჩემი დანერგილი და შემოტანილია 2011 წლიდან. ასევე, თუ საჭირო გახდა, შემიძლია მივუთითო ერთ ორ ადამიანზე, ვინც საჯაროდ არ წერს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გლობალური ომის პარტიის და დიფ სთეითის თაყვანისმცემელია. გულში. დავშთები მარად თქვენი მოწყალების ვედრებით მთხოვნელი." - დაწერა სოციალურ ქსელში ირინა ხერხეულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაშიკელოგი მოლაპარაკების პროცესიდან მოხსნილია - Politico
![]() კურსკის რეგიონიდან რამდენიმე უკრაინული ბრიგადა გავიდა - Forbes
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|