2025-03-11 10:09:45, 337 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წლის თებერვალში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 274 სამართალდარღვევა გამოვლინდა
![]() გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 274 ფაქტი გამოავლინეს. ყველაზე მეტი, 159 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 46 - ბათუმში, 41 - რუსთავში, 28 კი, ქუთაისში. 274 სამართალდარღვევიდან 222 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი; 52 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 172 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 90 - მიკროავტობუსის, 12 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ ორ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 685 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 35 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.
ზელენსკი- ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის და ახლა შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი
რუბიო - ახლა რუსეთმა მშვიდობის სურვილი უნდა გამოიჩინოს
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას განაახლებს - მხარეების ერთობლივი განცხადება
ცნობილია დოჰაში უკრაინის და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის დეტალები
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაში![]() შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას განაახლებს - მხარეების ერთობლივი განცხადება
![]() ცნობილია დოჰაში უკრაინის და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის დეტალები
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|