|
2025-03-10 15:37:57, 533 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - მთავარი მიზანია, რომ გათავისუფლდეს საქართველო რუსული რეჟიმის მმართველობისგან
„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, განცხადებები, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. მათ შორის ის ტყუილი გაბათილდება ხვალ, როცა ჩვენ ვნახავთ, რომ „MEGOBARI აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მინდა საზოგადოებას განვუმარტო რას ნიშნავს „MEGOBARI აქტი“ - ეს არის ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერი აქტი, რომლის მიზანია რუსულ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდა, რათა გათავისუფლდეს საქართველო რუსული რეჟიმის მმართველობისგან, აღდგეს ქვეყანაში დემოკრატია და ჩვენ შევძლოთ იმ ამოცანების განხორციელება, რაც დასახული აქვს ქართველ ხალხს და რასაც ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)