|
2025-03-10 15:20:57, 504 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ემსახურებოდეს დამნაშავეების დასჯას, მისი პარტიისთვის მისაღებია
ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს მოქალაქეების დასჯა იმისთვის, რომ მათ უზურპატორმა ხელისუფლებამ არჩევნები მოჰპარა, ჩვენი მიზანია, დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებსა და ძალადობაში, რეჟიმის გამყარებასა და ჩამოყალიბებაში, – ამის შესახებ პარტის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი, რაც შეიძლება ემსახურებოდეს დამნაშავეების დასჯას, მისი პარტიისთვის მისაღებია. „რამდენ ხანს შევძლებთ ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ვიყოთ ეფექტურები, შედეგიანები და მოვახერხოთ ქართველი ხალხის დაცვა „ქართული ოცნების“ მმართველობის ნეგატივისგან, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებისგან, ეკონომიკური სანქციებისგან, არავინ იცის. ჯაფარიძის ნააზრევში მე ვერ გავერკვევი და ვერ გავუწევ საზოგადოებას გიდის ფუნქციას, თუმცა შემიძლია გავიმეორო, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს უვარგისი ხელისუფლებისა და უზურპატორი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საქართველოს ხალხისა და მოქალაქეების თავზე დაკისრებას, ჩვენ ამას არ მივესალმებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ ადამიანებს, პირთა ჯგუფს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქვეყნის, ფაქტობრივად, დემოკრატიული ინსტიტუციების გაჩანაგებაში და ამ ქვეყნის, ფაქტობრივად, ხელისუფლების უზურპაციაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)