|
2025-03-07 17:09:18, 685 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის კოლაფსს ნიშნავს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ევროპის კოლაფსს, უნგრეთის ეკონომიკის ჩათვლით“, - განაცხადა ორბანმა Kossuth Radio-ს განუცხადა და მისი კომენტარის თარგმანს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე გახსნა თავისი ბაზარი უკრაინული საქონლისთვის, რამაც სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა უნგრელ ფერმერებზე. მისი მტკიცებით, სრული გაწევრიანება კატასტროფული იქნება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ორბანის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების შენარჩუნება, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროპის თავდაცვის საჭიროებებთან ერთად, ევროკავშირს არამდგრად ფინანსურ ტვირთად დააწვება. „თუ ამ გზას გავუყვებით, ამ ომში ჩვენს ბოლო ცენტსაც დავხარჯავთ“, - აღნიშნა ორბანმა. მისი მტკიცებით, ევროპელი ლიდერები ახლა იწყებენ უკრაინის შენარჩუნების რეალური ხარჯების გამოთვლას და ეს პროცესი, მისი აზრით, აუცილებლად მიიყვანს მათ იმის გაცნობიერებამდე, რომ ასეთი ხარჯები უმართავია. „საბოლოოდ, დასკვნა იქნება, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამას თავი გაართვას“, - აღნიშნა ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)