|
2025-03-07 15:32:46, 570 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის კითხვები - არავითარ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს აზრი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნებში მოქალაქეთა უმრავლესობამ დემოკრატიულ, პროევროპულ ძალებს გამოუცხადა ნდობა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო შედეგი მიიტაცა. „თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის კითხვები. ამის თაობაზე მე უკვე არაერთხელ ვისაუბრე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს აზრი, თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თვლის, რომ ასეა მოწყობილი. ეს გვაჩვენა, მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობამ დემოკრატიულ, პროევროპულ ძალებს გამოუცხადა ნდობა, მაგრამ ივანიშვილმა მაინც სხვა ციფრები დაწერა და საარჩევნო შედეგი მიიტაცა. ამიტომ, აუცილებელია ახალი, სამართლიანი თამაშის წესები იმისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნება აისახება“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ამასთან, მან „ლელოს“ ლიდერის ხაზარაძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს. თინა ბოკუჩავას განმარტებით, ისინი ასეთი ცენტრის შექმნას მიესალმებიან. „როდესაც გვებრძვის რუსეთი და რუსეთის გავლენის აგენტიო, აშშ-ის მხრიდან სანქცირებული ივანიშვილი, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი, დემოკრატიული, პროდასავლური ფრონტის შექმნა. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ იქნება მოულოდნელობა იმაზე ხაზგასმა, რომ არჩევნებამდეც, ახლაც და მომავალშიც, ყოველთვის მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ძალების გაერთიანებისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ეს ამ ეტაპზე მხოლოდ საგარეო ფრონტზე ხერხდება, ესეც ძალიან კარგია. ჩვენ ამას ყოველთვის მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ. დასავლეთში, საქართველოს მეგობრებთან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პროდასავლურ გამოძახილის ერთიანი ხმა და ერთიანი პოზიცია დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)