|
2025-03-07 10:31:24, 467 ნახვა
პოლიტიკა
“ბოლომდე“ - დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პროტესტის მე-100 დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. „ბოლომდე“ - ამ ლოზუნგით საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან. „მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას! მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და „ივენთზე“ მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება სრულ განრიგს, ის შემდეგნაირად გამოიყურება: 7 მარტი - დღე 100 18:00 - აქცია/მსვლელობა: არქიტექტორები სოლიდარობისთვის! თბილისის მერია 19:00 - სტუდენტების, ლექტორებისა და პროფესორების ერთობლივი აქცია/მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსი 19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან 19:00 - მსვლელობა: თავისუფლება სინდისის პატიმრებს! პირველი არხის ეზოდან (კოსტავას 68) 20:00 – პროტესტის მეასე დღე: ბოლომდე! - პარლამენტთან 21:00 - საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ - ილიას და აკაკის ძეგლთან 21:30 – საჯარო დისკუსია: რუსულ რეჟიმთან ბრძოლის 100 დღე - მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო ნაბიჯები - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ ახმეტა 17:00 - პროტესტი: პროტესტის 100 დღე - მერიასთან გორი 17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ ახალციხე 18:00 - პროტესტი - შოთა რუსთაველის ძეგლთან ბათუმი 19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზუგდიდი 18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ თელავი 18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის წინ ქუთაისი 18:00 - აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! - მერიის წინ ჩხოროწყუ 20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)