|
2025-03-06 19:41:04, 749 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი - ცნობა 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებაზე სიცრუეა
თეთრი სახლის სპიკერი, კეროლაინ ლივიტი X-ზე წერს, რომ Reuters-ის ცნობა, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 240 000-ზე მეტი უკრაინელი მიგრანტისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას გეგმავს, სიცრუეა. "ეს არის მორიგი ცრუ სიახლე Reuters-ის ანონიმური წყაროებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. სიმართლე: ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული." - დაწერა თეთრი სახლის სპიკერმა. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზემოხსენებული ნაბიჯის გადადგმას ტრამპის ადმინისტრაცია აპრილში გეგმავდა. მედიასააგენტო ასევე წერდა, რომ უკრაინელი მიგრანტებისთვის არსებული სამართლებრივი დამცველობითი ჩარჩოების მოხსნა ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში მომხდარ შელაპარაკებამდე იგეგმებოდა. თუმცა კეროლაინ ლივიტის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ამჟამად არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული და არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ნაბიჯი შეიძლება განიხილებოდეს. მიგრანტები, რომლებსაც დროებითი ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ, ქვეყნიდან დაჩქარებულად შეიძლება დაჩქარებულად დაადეპორტირონ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)