|
2025-03-06 17:54:03, 710 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია 240 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს, რამაც შესაძლოა, მათი დაჩქარებული დეპორტაცია გამოიწვიოს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომს გამოქცეული 240 ათასამდე უკრაინელისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს, რამაც შესაძლოა, მათი დაჩქარებული დეპორტაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ნაბიჯი აპრილშია მოსალოდნელი. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, უკრაინელი ლტოლვილების სამართლებრივი დაცვის გაუქმებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ მანამდე გეგმავდა, ვიდრე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საჯარო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდებოდა. უკრაინელების სამართლებრივი დაცვის გაუქმების ზომა იქნება იმ 1,8 მილიონი მიგრანტისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევის გეგმის ნაწილი, რომლებსაც აშშ-ში შესვლის საშუალება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პირობითი გათავისუფლების ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მისცეს. 20 იანვარს დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი განკარგულებით საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს პირობითი ვადამდელი გათავისუფლების ყველა პროგრამის შეწყვეტა დაავალა. „როიტერის“ წყაროების ცნობით, ეს განკარგულება უკვე მიმდინარე თვეში 530 ათას კუბელს, ჰაიტელს, ნიკარაგუელსა და ვენესუელელს შეეხება. უკრაინელებთან ერთად, აღნიშნული პროგრამები ასევე ეხება 70 ათასზე მეტ ავღანელს, რომლებმაც ქვეყანა ხელისუფლებაში „თალიბების“ მოსვლის გამო დატოვეს. მედიასაშუალების ცნობით, იმ მიგრანტებს, რომლებსაც ვადამდელი გათავისუფლების სტატუსი შეუწყდებათ, შესაძლოა, დაჩქარებული დეპორტაცია დაემუქროთ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)