15:04 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 17:50:53, 691 ნახვა

მსოფლიო
ზალუჟნი: აშშ ანგრევს მსოფლიო წესრიგს

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ვალერი ზალუჟნი აშშ "მსოფლიო წესრიგის განადგურებაში" დაადანაშაულა.

ზალუჟნის სიტყვებს გამოცემა The Times ციტირებს:

"არა მხოლოდ ბოროტების ღერძი ცდილობს შეცვალოს მსოფლიო წესრიგი... აშშ ანადგურებს მსოფლიო წესრიგს. ნათელია, რომ თეთრი სახლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლური სამყაროს ერთიანობას. და ახლა ვაშინგტონი ცდილობს უსაფრთხოების საკითხები გადააბაროს ევროპას". 

გამოცემა ასევე წერს, რომ ზალუჟნის აზრით, NATO-მ შესაძლოა თავისი არსებობა შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში რუსეთი "მოაკითხავს ევროპას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ონიანი-ჯანგველაძის კლანი ევროპაში იკრიბება - прайм крайм
მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს - ჩვენი გზავნილია: არ დანებდეთ
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - საქართველოს მთავრობამ უნდა უსმინოს საკუთარ ხალხს
სიორიძე - ძლიერი საქართველო - ლელო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე იქნება წარმოდგენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics