01:00 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 16:02:57, 600 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - ძალიან გვჭირდება უკრაინის გაძლიერება, რომ შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება

ძალიან გვჭირდება უკრაინის გაძლიერება, რომ შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება, ამისთვის კი ევროპული მხარდაჭერა სჭირდებათ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, ევროკავშირის ლიდერთა დღევანდელ საგანგებო სამიტზე განიხილავენ ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხს და იმას, რისი გაკეთებაა შესაძლებელი უკრაინის კიდევ უფრო მხარდასაჭერად.

„ჩვენ საბჭოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. განვიხილავთ თავდაცვას, რისი გაკეთება შეგვიძლია საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. როდესაც თავდაცვის დაფინანსებაზეა საუბარი, მაგიდაზე განსახილველად ყველა ვარიანტია წარმოდგენილი. გრანტებიდან და გაერთიანების ფონდიდან თანხების რელოკაციით, ფისკალური წესების ცვლილებამდე. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თავდაცვის გაძლიერება. ასევე, რა თქმა უნდა, განვიხილავთ უკრაინის საკითხს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის კიდევ უფრო მხარდასაჭერად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ინიციატივა და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ამაზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას, რადგან ძალიან გვჭირდება მათი გაძლიერება, რომ შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება. ამისთვის კი ევროპული მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ გვაქვს მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მარტის საბჭოს სხდომამდე და ვიმედოვნებ, რომ ევროპა აჩვენებს ერთიანობას ამ საკმაოდ რთულ დროს“, – აღნიშნა კაია კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics