|
2025-03-06 15:49:03, 551 ნახვა
მსოფლიო
EU-ს ქვეყნებმა 2024 წელს თავდაცვაში €326 მილიარდი დახარჯეს
"იმ საფრთხეებისა და უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ, რომელთა წინაშეც ევროპა დგას, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, თავდაცვაზე უფრო მეტი დახარჯონ", - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ახალ პუბლიკაციაშია საუბარი. საბჭოს ინფორმაციით, 2021-დან 2024 წლამდე თავდაცვაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დანახარჯები 30%-ით გაიზარდა და 2024 წელს €326 მილიარდს მიაღწია - რაც ევროკავშირის მშპ-ს 1.9%-ია. მოსალოდნელია, რომ დანახარჯები 2027 წლამდე დამატებით €100 მილიარდით გაიზრდება. "თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ 23-ია NATO-ს წევრიც, თავდაცვაზე მათი დანახარჯები 2024 წელს საერთო მშპ-ის 1.99%-ი იყო, 2025 წელს კი 2.04%-მდე ზრდაა მოსალოდნელი", - ნათქვამია ევროპის საბჭოს პუბლიკაციაში. რაც შეეხება ინვესტიციებს, თავდაცვის სფეროსთვის რეკორდული 2023 წელი აღმოჩნდა, როდესაც ინვესტიცია წლიურად 17%-ით გაიზარდა და €72 მილიარდს მიაღწია. 2024 წელს კი თავდაცვის ინვესტიციამ €102 მილიარდი შეადგინა და საერთო დანახარჯების 30% შეადგინა. გასულ წელს თავდაცვის ინვესტიციების 88.2%, €90 მილიარდზე მეტი, ახალი ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის დამზადებას მოხმარდა. საბჭოს ინფორმაციით, €13 მილიარდი დაიხარჯა თავდაცვის სექტორში კვლევებისა და დაველოპმენტისთვის. ევროკავშირს მიაჩნია, რომ თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კოოპერაცია ხარჯების დაზოგვისა და ფინანსების ეფექტურად განაწილების საშუალებას იძლევა. ევროკავშირმა "მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს" ფარგლებში €16.4 მილიარდი გამოყო, რაც კვლევების ხელშეწყობას, სამხედრო მობილობის გაზრდას, ინდუსტრიული წარმოების განვითარებასა და ერთობლივი პროექტების შესრულებას უნდა მოხმარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)