|
2025-03-05 21:06:37, 760 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები
ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ დიდი ხანია აქვს კომუნიკაცია საკითხზე ამერიკულ მხარესთან, თუმცა, “ქართული ოცნების” მიერ „მიტაცებული ხელისუფლების პირობებში“ საკითხის დადებითად გადაწყვეტა შეუძლებელია. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედებაა. “აშშ-ს სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ მსოფლიოს სტრატეგიულ პორტებზე კონტროლის მონიტორინგისა და წინააღმდეგობის გაწევას, რასაც კანონმდებლები უწოდებენ პირდაპირ საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის. ამასობაში, “ქართული ოცნება” ანაკლიას ჩინელებს აძლევს. ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება. გვაქვს შანსი გავხდეთ დიდი სავაჭრო გზების შემკრები კარიბჭე, სადაც ასეულ მილიარდიანი საქონელბრუნვაა შესაძლებელი. არის თუ არა ანაკლია და საქართველო ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ ინტერესში? - დიახ არის! შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გაძლიერებული ინტერესი ბუნებრივი რესურსების და ნედლეულის მიმართ, ანაკლიას უფრო მიმზიდველს ხდის. მოგეხსენებათ, ნედლეულით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე უმოკლესი გზა საქართველოზე გადის. ჩვენ, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე ამერიკულ მხარესთან, თუმცა, “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული ხელისუფლების პირობებში ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა შეუძლებელია. ქვეყნის უსაფრთხოება და მისი გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობა ყველა ჩვენგანის ვალია. ასეთი შესაძლებლობების ფანჯარას დროული გამოყენება სჭირდება. ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედებაა!“, - წერს ხაზარაძე.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)