|
2025-03-05 17:26:10, 842 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. როგორც პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი კი რუსეთის ფედერაციის პასპორტით დატოვა. ხახანაშვილის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა გამოკითხვისა და სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმები. პროკურორის შუამდგომლობით, ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე, ფორმალური საფუძვლები არსებობს. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს. როგორც ხახანაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალებოდა, რომ მას ორ საქმეზე გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა, ამის მიუხედავად, მან დაარღვია გირაოს პირობები და ახალი დანაშაული ჩაიდინა. პროკურორის თქმითვე, საქმეზე დასადგენია ბაჩიაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები და ასევე ის, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი. ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ლევან მახარაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)