|
2025-03-05 16:49:29, 587 ნახვა
მსოფლიო
თბილისიდან გამოქვეყნებული პოსტების გამო რუსეთის ФСБ-მ ეკატერინბურგის მკვიდრი დააკავა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური განცხადებას ავრცელებს საქართველოდან სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გამოქვეყნებული პოსტების ავტორის, 24 წლის ეკატერინბურგელი მარკუს მურას დაკავების შესახებ. რუსეთის ФСБ ირწმუნება, რომ დაკავებული თავის გვერდზე, მეტსახელით მარკუს ტოკსიჩესკინი „მოუწოდებდა მოლოტოვის კოქტეილებით სამხედრო კომისარიატებისა და სამხედრო ნაწილების დაწვისკენ“. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ტერორიზმის გამართლების მუხლით (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილით), იუწყება „მედიაზონა“. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გამოაქვეყნა მარკუს მურას ვიდეო, რომელშიც ის ბოდიშს იხდის, ჩანაწერში ის ამბობს: „საქართველოში, ქალაქ თბილისში ყოფნისას, გამოვაქვეყნე პოსტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო კაბინეტების დაწვის მოწოდებით, რასაც ვნანობ და ვიღებ პასუხისმგებლობას, მომავალში მსგავსი რამ არ დავუშვა“. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ „დაკავებული სისტემატურად მოიხმარდა ნარკოტიკებს და ფსიქოტროპულ საშუალებებს, ნასამართლევია მათი შენახვისთვის“ და „საპროტესტო აქციებზე მხარს უჭერდა ეკატერინბურგის ყოფილ მერს ევგენი როიზმანს“. როდის და სად დააკავეს მური, როდისაა გადაღებული ვიდეო, დაუზუსტებელია. ამასთან, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ მისი გვერდის დაბლოკვის გადაწყვეტილება შარშან 28 აგვისტოს მიიღო, ბოლოს პოსტი 2023 წლის დეკემბერშია გამოქვეყნებული და წერია, რომ უკვე 15 თვეა ეკატერინბურგში არ ცხოვრობს, სამხედრო კომისარიატების შესახებ პოსტი მის გვერდზე არ იძებნება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)