|
2025-03-04 17:54:30, 517 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ - ეს არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანია არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი. „მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში. ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართ და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა. ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს ჩემთვის პირადად ძალიან დასანანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიაში მაქვს იურიდიული განათლება მიღებული და იქ როცა ვსწავლობდი სულ რაღაც ოცი წლის წინ, სრულიად სხვა რაღაცას მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, შეიძლება რომ ახალი კანცლერის პირობებში დამოკიდებულებები და მიდგომები შეიცვალოს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ახალი კანცლერი იქნება თუ არა დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისაგან. „ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისაგან, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა წინასწარ გაგვიჭირდება რამის თქმა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)