|
2025-03-04 14:28:39, 762 ნახვა
სამართალი
ეთერ თურაძე - გონივრული იქნება, თუ მზია ამაღლობელს გაათავისუფლებენ - ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება
სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ [მზია ამაღლობელს] გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება, - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დროა გადახედონ გადაწყვეტილებების მიმღებმა ადამიანებმა, თავის გადაწყვეტილებას. „სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ გონივრული იქნება, თუ გაათავისუფლებენ, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ქალი სინდისის პატიმარი ქვეყანას აღარ ეყოლება და ამ ხელისუფლებას, ეს დამღა არ დარჩება. 30 წელზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას შემდეგ ამ ქვეყანას არასოდეს ქალი სინდისის პატიმარი არ ჰყოლია და ეს არის ამ თვალსაზრისით ერთგვარი დამღა. ვფიქრობ, რომ დროა გადახედონ გადაწყვეტილებების მიმღებმა ადამიანებმა, თავის გადაწყვეტილებას. მზია ამაღლობელის გათავისუფლებით, მათ არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ, პირიქით, ეს მათთვის პოზიტიური ამბავი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანურობის პრინციპებით იხელმძღვანელეს“, - განაცხადა თურაძემ და დასძინა, რომ „მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი მუხლი არის აბსურდული“. ცნობისთვის, დღეს, გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)