2025-03-03 16:41:11, 442 ნახვა
პოლიტიკა
მობილურებში დაცული ინფორმაციის წამკითხველებს ₾4 მილიონად სამხარაულის ბიუროც ყიდულობს
![]() ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
შსს-ს შემდეგ მობილურებში დაცული ინფორმაციის წამკითხველ მოწყობილობებზე 4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც აფორმებს. ხელშეკრულება ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-სთან გაფორმდება და მისი ღირებულება 4,134,720 ლარი იქნება. შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა შპს "ქომუნალ ტექნოლოჯი"-სთან, რომელიც საქართველოში Cellebrite-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Cellebrite-ის სისტემები გამოიყენება ანდროიდის, ეფლის, მაიკროსოფტის, ლინუქსისა და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის. "შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს კომპანია „Cellebrite“-ის წარმოების აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფების პაკეტები: Cellebrite Inseyets, Cellebrite Digital Collector და Cellebrite Inspector. რომელთაგან, ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი Cellebrite Inseyets-ს იყენებს უსაფრთხოების კოდით დაცული iOS და Android ოპერაციული სისტემის მქონე მობილური მოწყობილობების განბლოკვისათვის, ინფორმაციის ამოღება/აღდგენა/დამუშავებისათვის; ხოლო Cellebrite Digital Collector და Cellebrite Inspector გამოიყენება „Apple“-ს წარმოების კომპიუტერებიდან ინფორმაციის ამოღებისათვის და დამუშავებისათვის,"- ნათქვამია შესყიდვის აღწერაში. შსს-ს 6.8-მილიონიანი შესყიდვის მსგავსად, ამ შესყიდვის აღწერაშიც მითითებულია, რომ თავად კომპანიისგან იქნა მიღებული შეტყობინება, რომ მათ საქართველო შესაძლოა ამოიღონ იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან რომლისთვისაც მომსახურების მიწოდების უფლება აქვთ, შესაბამისად სახელმწიფოს ურჩევენ მათი მომსახურებები შეიძინონ იქამდე, ვიდრე ეს მოხდება. BMG-იმ კომპანიას მიმართა კითხვით თუ რას უკავშირდება საქართველოსთვის მომსახურების მიწოდების შესაძლო დაბლოკვა, რის შესახებაც წერილში არის საუბარი. Cellebrite-ის როლი და საერთაშორისო გამოცდილება Cellebrite-ის პროდუქტებს აქტიურად იყენებენ აშშ-ის, ევროპის და აზიის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები. თუმცა, კომპანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმ ქვეყნების მიერ, სადაც მისი ტექნოლოგიები სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვისთვის იქნა გამოყენებული. აღნიშნულის გამო, 2021 წელს კომპანიამ რუსეთთან და ბელარუსთან პარტნიორობა შეწყვიტა.
დონალდ ტრამპი - ბუშის დროს, რუსეთმა წაიღო საქართველო, ობამას დროს წაიღო წყალქვეშა ხომალდების დიდი ბაზა
ტრამპი - სამშაბათ საღამოს უკრაინის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე განახლებას შემოგთავაზებთ
ხულოში დაიწვა მეჩეთი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა
მიშა ანდღულაძე - კარგად ვარ, ჰააგის პოლიციამ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოსკარი 2025 - ტრიუმფატორი „Anora“ და ედრიენ ბროუდი, როგორც საუკეთესო მსახიობი
![]() რუსეთის სპეცსამსახურები, ოცნების მთავრობის დამხმარე რგოლად
ომი უკრაინაში![]() ტრამპი - სამშაბათ საღამოს უკრაინის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე განახლებას შემოგთავაზებთ
ნატოს გენერალური მდივანი - იარაღი იქნება უფრო მეტი
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|