|
2025-03-03 11:44:51, 457 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს, „ფარას“ კანონი საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა. ბოჟაძის თქმით, ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა. „თითქმის საუკუნეა, „ფარა“ ამერიკაში უცხოური ჩარევების განეიტრალებას უზრუნველყოფს. ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა. საქართველოს ისევ აქვს ის გამოწვევები, რაზეც მანამდეც ვსაუბრობდით და არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ძლიერი კანონმდებლობა გვჭირდება, რომელიც მომავალში ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს. „ფარა“ საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს. თავის დროზე „ფარაზეც“ იყო საუბარი, თუმცა მაშინ ამერიკული კანონი „რუსულ კანონად“ მონათლეს. იმაზე უფრო ლმობიერი კანონი მივიღეთ, ვიდრე საფრანგეთმა, თუმცა სამოქალაქო სექტორის ნაწილმა კანონის აღსრულებას შეგნებულად აარიდა თავი და ისინი წავიდნენ ჯარიმებზე, რათა გამჭვირვალობა არ იყოს. ახლა უკვე გაუმჭვირვალობასა და სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე თავად ამერიკული მხარე საუბრობს და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დავიცვათ. არ გვინდოდა ისეთი მკაცრი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საფრანგეთსა და აშშ-ს ჰქონდათ, მაგრამ გამოწვევებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია, უფლება მოგვცა, ასეთი კანონმდებლობა მივიღოთ და ქვეყანა ნებისმიერი უცხოური გავლენებისგან დავიცვათ, მათ შორის მედიაც, სამოქალაქო სექტორიც და ის იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელსაც ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)