16:42 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 17:30:48, 554 ნახვა

მსოფლიო
გიტანას ნაუსედა - აშშ და უკრაინა, ევროპელებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

არ უნდა დავზოგოთ ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად, აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომელიც დღეს ესტონეთისა და ლატვიის ლიდერებთან ერთად გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა.

„მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან. აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს“, - აცხადებს გიტანას ნაუსედა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება
ონიანი-ჯანგველაძის კლანი ევროპაში იკრიბება - прайм крайм
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics