18:20 - 01 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 14:37:00, 331 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - 2008 წელს რა მოგვიტანა ომმა, კარგად გვახსოვს - დღესაც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, მისივე შეფასებით, დღემდე გრძელდება.

ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მასა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრას ეხება.

„მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მუდმივად ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟება. პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები, მუდმივად მიმდინარეობდა მუქარები კაბინეტებში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ასევე, მუქარები, თუ ჩვენ სანქციებს არ მივუერთდებოდით. ის განცხადებები, რასაც დღეს ვისმენთ და რასაც ვისმენდით გუშინ საქართველოსთან მიმართებით, თითქოს ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით უკან მიდის და ასე შემდეგ, უამრავი ცრუ განცხადება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ამ მავნე ძალებს არ მივეცით საშუალება, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის იქნებოდა დამაზიანებელი - ეკონომიკურად ჩამოვიშლებოდით, ხოლო მეორე ფრონტის გახსნა რას ნიშნავს, მგონი, ყველასთვის ცხადია. 2008 წელს, რა მივიღეთ და რა მოგვიტანა ომმა, ყველას კარგად გვახსოვს, ჯერაც ვერ მოგვიშუშებია ჭრილობები. დღესაც, სამწუხაროდ, მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები. ეს ისევ ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, გუშინ გააკეთეს განცხადებები და ვინც პირდაპირ ომს ემხრობა. ამით უდიდეს სარგებელს იღებენ კონკრეტული ადამიანები“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა: „მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელომ საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა
მარია ზახაროვა - ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი სრულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კრახს წარმოადგენს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა
გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics