|
2016-03-10 11:32:35, 639 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის აღებისას ბროშურა გადაეცემათ, სადაც უვიზო მიმოსვლის წესებია აღწერილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები მოკლედ განმარტა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. ამასთან, მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლითვის აუცილებელი საბუთია მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ყველა პასპორტის გაცემისას ბროშურა გადაეცემათ, სადაც უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები იქნება აღწერილი:
„პროცედურები არის უმთავრესი. ერთია, ჩვენ რომ ბევრი ვიმუშავეთ, მიგრაციის პოლიტიკა შევიმუშავეთ, ვაჩვენეთ და გუშინ ეს აღიარა ევროკავშირმა, რომ დიახ, ჩვენ ვართ ძლივს ის ქვეყანა, რომელზეც ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ ვიცით საზღვრის მართვა, ვიცით უსაფრთხო დოკუმენტების წარმოება, ეს ყველაფერი გუშინ იქნა აღიარებული, მაგრამ პროცედურა არანაკლებ მნიშვნელოვანია. პროცედურა ყველამ უნდა დაიცვას. უვიზო მიმოსვლა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უკასნასკნელი თაობის ბიომეტრიული პასპორტი, რომ ამ პასპორტის მეშვეობით ჩვენ როდესაც შევალთ და ეს დღე მალე დადგება, ევროკავშირის იმ ზონაში, რომლისთვისაც გაიხსნება საზღვრები, იქ აუცილებლად უნდა დავიცვათ იქ ყოფნის მაქსიმალური ვადა. სწორედ ეს ავხსენით ამ დოკუმენტში, რომელიც რამდენიმე დღეში ყველა პასპორტის გაცემისას გადაეცემათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ იცოდნენ რას აკეთებენ. ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქე იყოს გათვითცნობიერებული. ეას არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევალთ ევროკავშირის ქვეყანაში და მაგალითად დავსახლდებით, რომ ჩვენ გვეძლევა უფლება, შევიდეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანასი და იქ დავრჩეთ სამუშაოდ. თუ ეს მოხდება, ეს იქნება დარღვევა წესების და საქართველოს ასეთი მოქალაქე გახდება მოცემული ტერიტორიიდან გამოძევების საგანი. ასეთ მოქალაქეებს ვინც უვიზო მიმოსვლის წესებს დაარღვევს, ჩვენ მათთან ერთად უკან საქართველოში დავაბრუნებთ და შემდეგ უკვე იქნება რამდენიმე წლიანი აკრძალვა ევროკავშირში შესვლაზე. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან ნიშნავს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის სიახლეების ნახვას, ევროპული კულტურის გაცნობას და ამავე დროს, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოს კულტურის გაცნობას და მჯერა, ეს იქნება ურთიერთგამამდიდრებელი პროცესი. პროცედურა ჩაირთო, რაზეც მრავალი თვე ვმუშაობდით და მოველით, რამდენიმე თვიანი პროცედურაა ეს, უკვე ზაფხულის თვეში საბოლოო გამარჯვება და წარმატება დადგება. ბროშურა აღწერს სახალისო ფორმით, გასაგები ფორმით იმ წესებს, რაც უნდა იყოს აუცილებალდ დაცული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)