|
2025-02-28 11:33:31, 597 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი - გურიაში ძირითადი გზების 80 % გაწმენდილია
ძირითადი გზების 80 % უკვე გაწმენდილია, ეს არის მუნიციპალური გზები, დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება, სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს გურიის რეგიონში განუცხადა. მისივე თქმით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტზე იყო დაზიანება, გუშინ დღის ბოლოს კი 29 000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია. ასევე გაზიფიცირება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს. „ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც დავალებები გაიცემა შტაბის შეხვედრებზე დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ვიბარებთ ანგარიშს. სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს, 35 000 აბონენტი იყო გათიშული. გუშინ, დღის დასაწყისში, 24 000-ზე მეტი აბონენტი უკვე იყო ჩართული, დღის ბოლოს კი ამას დაემატა 4 800 აბონენტი. კარგად მივდივართ ამ მიმართულებით. ასევე, ძირითადი გზების 80 % არის უკვე გაწმენდილი, ეს არის მუნიციპალური გზები. დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება. ასევე, ძალიან ბევრ სოფელში მივედით სოფლის ცენტრამდე, საიდანაც შესაძლებელია, რომ უშუალო კომუნიკაცია მოხდეს უკვე მოსახლეობასთან, საჭიროების შემთხვევაში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება მათთვის. გაიცა კონკრეტული დავალებები, დასახულია გეგმა. გაზმომარაგების ნაწილში, 1 300 აბონენტი იყო გათიშული და ნახევარზე მეტი უკვე აღდგენილია. ამ მიმართულებით, დღეს, უკეთესი დინამიკა და შედეგები გვექნება და ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს მობილიზებულია. მთავარია, ვმოქმედებთ სწორი კოორდინაციისა და სწორი მართვის პირობებში,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)