03:45 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 11:05:48, 661 ნახვა

საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics