|
2025-02-27 00:08:08, 633 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს კონგრესში ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტს ახალი თანასპონსორი ჰყავს
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში დარეგისტრირებული "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" მხარდამჭერთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. კანონპროექტის სათაურში წერია, რომ მისი მიზანია აიკრძალოს აშშ-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან სხვა ნებისმიერი საქართველოს მთავრობის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აღიარება. Fox News-ის ასოცირებული პროდიუსერის, ნანა საჯაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პრეცედენტად ავტორებს უილსონის მიერ 2023 წელს წარდგენილი "ასადის მთავრობის არაღიარების აქტი" მოჰყავთ, რომელიც კონგრესმა 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთანავე, აღნიშნულ კანონპროექტზე სტივ კოენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. კოენმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა შეაჩეროს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. მისივე თქმით, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის უმეტესობა საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით არის დაინტერესებული, რისთვისაც "ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება" არის საჭირო. ემანუელ კლივერიახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და, აი, აქამდე მოვედით. გვაქვს კიდევ ერთი აქტი - რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა". - თქვა კოენმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)