|
2025-02-26 13:26:09, 441 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე. ამასთან, აღნიშნავენ, რომ უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. „საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ - უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. გარდა ამისა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა გადაუდებელ გამოძახებაზე მოხდა დროული რეაგირება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შესაბამის ლოკაციებზე მისვლა შეძლო. გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ამასთან, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან. აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა”,- აღნიშნავენ საქართველოს მთავრობაში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)