|
2025-02-25 11:27:42, 472 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეეწყვიტა, ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა
არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეეწყვიტა, ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოს მეგობრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ტრანზიტი რუსეთში ისეთი პროდუქციის შესატანად, რომელიც მის აგრესიულ მანქანას აძლიერებს. „დიდი ბრიტანეთის მხრიდან გუშინ გამოცხადდა ახალი სანქციები, რათა რუსეთს შეუმცირდეს შემოსავალი ნავთობის რეალიზაციიდან. ჩვენი მეგობრები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ტრანზიტი რუსეთში ისეთი პროდუქციის შესატანად, რომელიც აძლიერებს რუსეთის აგრესიულ მანქანას. ამაზე იყო ყოველთვის საუბარი. არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა. ეს არასოდეს არ ყოფილა, ეს ტყუილია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)