|
2016-03-09 16:58:09, 758 ნახვა
საზოგადოება
გოგირდის აბანოები შესაძლოა დაიხუროს
რამდენიმე კომპანიის მფლობელი წყლის დაგროვილი გადასახადის ჩამოწერას და დაღვრილი წყლის ტარიფის გადახედვას ითხოვს. აბანოების მეპატრონეებმა დღეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდეს სემეკთან იშუამდგომლონ და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ. მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ ეს აბანოებისა და GWP-ის დავაა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" კი აცხადებენ, რომ აბანოები პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ და დაწესებული ტარიფის შესაბამისად უნდა გადაიხადონ. "GWP-მ ტარიფები წარგვიდგინა, რომელ ტარიფსაც ვერ ერთი აბანო ვერ გაწვდება. აქ მხოლოდ და მხოლოდ ცხელი გოგირდის წყლის დაღვრის თანხაზეა საუბარი. ის ფიქსირებული გადასახადი 10-12 ჯერ გაიზარდა. ეს იმაზე ბევრად მეტია, 2015 წელს გვქონდა. გადასახდელი თანხა 5-6 ათას ლარამდე აღწევს, ამიტომ ბევრ აბანოს ამ თანხის გადახდა გაუჭირდება", - განაცხადა შპს ჭრელი აბანოების დირექტორმა გურამ დეთიაშვილმა. აბანოების წარმომადგენლების თქმით ისინი დღეს ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმირთვას გაუგზავნიან. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს და 1 კვირის განმავლობაში რეაგირებას დაელოდებიან. მათივე თქმით, თუ რეაგირება არ მოხდება, 17 მარტს აბანო 1 დღით დაიხურება. "კონკრეტული საწარმოების მიმართ ტარიფები არ დგინდება. ტარიფი დგინდება ზოგადად სამომხმარებლო ჯგუფიბის მიმართ. ამ შემთხვევაში ტარიფები კომისიის მიერ დადგენილია საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის და შესაბამისად შეუძლებელი იქნება ამ არასაყოფაცხოვრებო ფარგლებში, რომელიღაც კატეგორიის მომხმარებლები კიდევ ცალკე კომისიამ გააკეთოს მისი დეფინიცია. გამოსავალი კომპანიასთან მოლაპარაკებაა", - განაცხადა სემეკის წარმომადგენელმა გოჩა შონიამ.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)