|
2025-02-21 16:20:14, 533 ნახვა
სამართალი
ნადიმ ხმალაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით ნადიმ ხმალაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. როგორც ხმალაძის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა, ხმალაძეს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში გზის გადაკეტვის 3 ეპიზოდს ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ნადიმ ხმალაძემ 5, 6 და 9 იანვარს გზა უკანონოდ, იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის საკმარისი ოდენობით ხალხი არ იყო. ადვოკატმა საქმეების გაერთიანება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი სამივე ეპიზოდში სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, ერთი ადმინისტრაციული სახდელი დაადო. ადვოკატის თქმით, ნადიმ ხმალაძეს გზის გადაკეტვის კიდევ 2 ეპიზოდს ედავებიან, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე ხმალაძეს ჯარიმა ახალი წესით ჩააბარეს. ადვოკატი აღნიშნულ ჯარიმას გაასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)