2025-02-21 16:07:45, 387 ნახვა
ომი უკრაინაში
დადგენილია უკრაინაში დაღუპული 95 ათასი რუსი ჯარისკაცის ვინაობა
![]() ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა ღია წყაროებზე დაყრდნობით შეძლეს დაედგინათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული, სულ მცირე, 95 026 რუსი სამხედროს სახელები. ეს ინფორმაცია მოპოვებულია "ბიბისის" რუსული რედაქციის და "მედიაზონის" მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სიას 2 333 სახელი დაემატა. წინა მონაცემთან შედარებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობას დაახლოებით 4 ათასით ახალი სახელი დაემატა. დადგენილია, რომ იმ ადამიანების ნახევარზე მეტი, რომელთა დაღუპვაც დადასტურდა, არიან მოხალისეები, რომლებსაც არ ჰქონიათ კავშირი რუსეთის არმიასთან და ხელი მოაწერეს კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ჟურნალისტების გაანგარიშებით, დაღუპულ სამხედროთა შორის კოლონიიდან ომში გაგზავნილი 16 171 მსჯავრდადებულია. ამ რიცხვში შედის მხოლოდ ის, ვისი სისხლის სამართლის ჩანაწერებიც დადასტურებულია ღია წყაროებით, მაგრამ სინამდვილეში ეს ციფრი შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგები შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, რადგან ჟურნალისტთა ანალიზი, სავარაუდოდ, დაღუპულთა მხოლოდ 45-65 პროცენტს მოიცავს. ბევრი დაღუპულის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არის. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად არ ავრცელებს ინფორმაციას ფრონტზე განცდილი დანაკარგების შესახებ. მაგრამ ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაღუპულია 91-დან 120 ათასამდე სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ NBC News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, კიდევ ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ იმყოფება. უკრაინაში ომის კომენტირებისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ადამიანური თვალსაზრისით" მას საშინლად მიიჩნევს. თებერვლის დასაწყისში ტრამპი კვლავაც შეეხო ამ ომში მხარეების კატასტროფულ დანაკარგებს და აღნიშნა, რომ რუსეთმა 800 ან 900 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულისა და დაჭრილის სახით. ხოლო უკრაინამ - 700 ათასამდე.
ლანა გალდავა გამოეხმაურა ფაქტს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" ლიდერები კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას არ ესწრებიან
Sky News-ის ინფორმაციით „ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა
თბილისში მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი
ანდრეი სიბიგა - მადლობა ევროკავშირს უკრაინის მხარეს მტკიცედ დგომისთვის
|
რედაქტორის რჩევით
![]() ჟურნალისტები საფრთხეების წინაშე - პროტესტი, ძალადობა და მედიის უფლებები საქართველოში
![]() ორი ცარიელი სკამი საქართველოსთვის - უარი ბრიუსელს, დუმილი მოსკოვს - რომელ მოსაწვევს მიიღებს თბილისი
ომი უკრაინაში![]() უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 162 დრონიდან 82 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
![]() რუსული პროპაგანდის ახალი ტაქტიკა - მოგების ნარატივების აქტივიზაცია ომში უკრაინის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დელიბორ როჰაჩი - საქართველოს ახლანდელი მთავრობით არანაირი შანსი არ აქვს EU-ის წევრი გახდეს
დღის თემა
|