2025-02-16 20:18:53, 318 ნახვა
საზოგადოება
მეწარმე და ყოფილი პოლიტიკოსი გოგო თოფაძე გარდაიცვალა
![]() ახლობლების ინფორმაციით, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975-დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი“. 1997 და 1998 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად. 1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. 2005 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით. 2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ კენჭი იყარა საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის პოსტზე. მან ამომრჩეველთა ხმების 5.19% მიიღო. [1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
დემნა გვასალია Gucci-ის კრეატიული დირექტორი გახდა
სირიის მმართველმა ხელი მოაწერა გარდამავალ კონსტიტუციას - ქვეყანა 5 წლით ისლამისტური დაჯგუფების მმართველობის ქვეშ იქნება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინმა ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ არ იყო სრული
|
რედაქტორის რჩევით
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს
![]() პესკოვი - კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
![]() საქართველოს მისი აქტიური მოქალაქეები ტოვებენ, ბოლოს დარჩებიან ქოცები ბიძინა და მისი პინგვინი
მთავარი თემა
|