|
2016-03-09 11:29:37, 695 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგეობამ პენსიონერი და ვეტერანი ქალბატონებისათვის სარვამარტო ღონისძიება გამართა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მცხოვრები პენსიონერი და ვეტერანი ქალბატონებისათვის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მერიის ცნობით, კონცერტში ბავშვთა ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე როკბენდი „scape”-ი მონაწილეობდნენ. პატარებმა დარბაზში მსხდომი ქალბატონებისათვის იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. სიტყვით გამოვიდნენ პენსიონერთა კავშირის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს საბურთალოს რაიონის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს და მის მოადგილეებს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის, ასევე 8 მარტის ღონისძიების ორგანიზებისათვის. ქალბატონები ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს გამგებლის მოადგილეებმა, გაიოზ ვასაძემ, ლუკა კანკავამ და კახა გავაშელმა. აუდიტორიას სიტყვით მიმართა ბექა მიქაუტაძემ. საბურთალოს რაიონის გამგებელმა მათ ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. „მინდა მოგილოცოთ ეს დღე, ქალს, დედას ქართველი კაცის ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ეს მომავალშიც ასე იქნება. გილოცავთ და ვისურვებდი, რომ ყოველთვის გვილამაზებდეთ ჩვენს ცხოვრებას“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)