00:56 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 20:53:39, 446 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ერთიანია და უკრაინა იღებს ყველა მხარდაჭერას

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა უნდა იყოს საუკეთესო შესაძლო მდგომარეობაში.

მისი თქმით, შეხვედრისას მოკავშირეებმა განიხილეს თავდაცვის ხარჯებისა და წარმოების გაზრდა. რუტემმა აღნიშნა, რომ მთლიანად მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭიროა მეტი სამხედრო შესაძლებლობები და შესაბამისად, მეტი თავდაცვის ხარჯები.

„დრო არ არის დასაკარგი. ჩვენი თავისუფლება და კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მან.

ნატო-ს გენერალური მდივნის აზრით, ნატოს მოკავშირეებმა გაითვალისწინეს პრეზიდენტი ტრამპის ინიციატივა სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ და აღნიშნეს, რომ უნდა დასრულდეს სასტიკი აგრესიული ომი სამართლიანი და ხანგრძლივი გზით.

 „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ერთიანია და უკრაინა იღებს ყველა მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა რუტემმა.

ცნობისთვის, ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა 12-13 თებერვალს ბრიუსელში წლის პირველი შეხვედრა გამართეს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics