01:41 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 11:37:35, 411 ნახვა

მსოფლიო
ილონ მასკი - აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება

აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ხალხის მმართველობის, დემოკრატიის ნაცვლად ბიუროკრატიის მმართველობა გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენ მთელი სააგენტოების გაუქმება გვჭირდება და არა ბევრი მათგანის დატოვება. თუ ჩვენ სარეველას ფესვებს არ ამოვთხრით, მაშინ სარეველა კვლავ ადვილად ამოვა“, - განაცხადა ილონ მასკმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნაკლებად დაინტერესებულია“.

„USAID-ს დიდი ყურადღება დაეთმო, მაგრამ ასევე, არსებობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) და მე ვამბობ, რა დემოკრატიას მიაღწიეს მათ ამ ბოლო დროს?“ - აღნიშნა ილონ მასკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics