|
2016-03-08 14:32:31, 1075 ნახვა
კომენტარი
ალექსი პეტრიაშვილი: მე ასოცირების შეთანხმება გამქონდა, ვიღაც ამ პიროვნებას - ლომბარდები
"მე ასოცირების შეთანხმება გამქონდა, ვიღაც ამ პიროვნებას- ლომბარდები",-ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემორკატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა მის თავდასხმაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. პეტრიაშვილის თქმით, ლევან მექაბიშვილთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ ჰქონია და თავდასხმის მოტივი მისთვის უცნობია. პეტრიაშვილი ამბობს, რომ სანამ შემკვეთი არ გამოვლინდება, საქმე გახსნილად არ ჩაითვლება: "მე გამქონდა ასოცირების შეთანხმება, ვიღაც ამ პიროვნებას- ლომბარდები. ასე რომ, ჩვენ გადაკვეთები არ გქვნია,წარმოდგენა არ მაქვს ამ სახელზე და გვარზე.არავითარი პიროვნული გადაკბეთა მე მაგ ადამიანთან არ მქონია.წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების საბრალდებო დასკვნები, მოტივაციები და და ვერ მივბაძავ მათ ამ "მჭერმეტყველებაში".გამოძიებას უნდა მივცეთ შესსძზლებლობა, რომ გამოძიოს მოტივი. გამოძიება არ იქენბა დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი არ იქნება დამკავებული მეორე შემსრულებელი და დამკვეთი.უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის არა ჩემთვის",-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შეგახსენებთ, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)