13:35 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 14:16:06, 468 ნახვა

პოლიტიკა
ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს პარლამენტის შენობასთან, ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართება. ქალთა მოძრაობის წევრი ორგანიზაციები დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე მოთხოვნით შეიკრიბებიან. მათ შორის მთავარი მოთხოვნაა - მეტი ქალი პარლამენტში.

აქცია 15 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს იმ კანონპროეტის მხარდაჭერა, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და რომელიც პარლამენტში, გენდერული კვოტების მინიჭებას ითვალისწინებს.

„ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტი იყოს წარმომადგენლობითი ორგანო. ქალები ქალთა უფლებებს და არა მარტო ქალთა უფლებებს გაცილებით უკეთესად იცავენ, ვინაიდან მათ აქვთ განსხვავებული ცოდნა, განსხვავებული გამოცდილება და მართვის მეთოდები. ჩვენ ვითხოვთ, კვოტებს რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება 150 მანდატიან პარლამენტში ქალების 25% მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ბევრი, მაგრამ არის საკმარისი, იმისათვის რომ უკეთესი პარლამენტი გვქონდეს“, - განაცხადა ქალთა მოძრაობის წევრმა ბაია პატარაიამ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აქცია ქვემომოქმედების ხასიათის იქნება. შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც გადაეცემა იმ ქალბატონებს, როლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics