14:21 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 14:37:49, 517 ნახვა

სამართალი
დავით გამყრელიძე - სავარაუდოდ, შედგა მშობლებთან საუბარი და ამ საუბრის მომენტში დაიძაბა სიტუაცია, რა დროსაც მოვარდა ე.წ სპეცრაზმი და დააკავეს

ომარ ოკრიბელაშვილის დედა, შორენა ხომერიკის თქმით, მისი მეუღლე, გიორგი ოკრიბელაშვილი, გუშინ, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს.

შორენა ხომერიკის თქმით, მისი ქმარი სხვა მშობლებთან „ანერვიულების ნიადაგზე” მივიდა.

„არასწორ ინფორმაციებს რომ ავრცელებენ, თითქოს ჩემი შვილი იმასთან თანამშრომლობს, ამასთან თანამშრომლობს. ვისთან მოუვიდა დაპირისპირება, არ ვიცი. ამ ინფორმაციას არ ვფლობ. ნიღბიანი პოლიციელები მოვარდნენ და დააკავეს. სხვებმაც რომ უთხრეს, მაგას შვილი ყავს დაკავებული და ნუ მიგყავთო, არ გაითვალისწინეს და დააკავეს”. – თქვა ომარ ოკრიბელაშვილის დედამ.

ადვოკატი დავით გამყრელიძის თქმით, გიორგი ოკრიბელაშვილი „გაეცნო მისი და ადვოკატის მიმართ დატრიალებულ ნეგატიურ კამპანიას და წავიდა იმ ადგილას, სადაც აქცია მიმდინარეობდა”.

„სავარაუდოდ, შედგა მშობლებთან საუბარი და ამ საუბრის მომენტში დაიძაბა სიტუაცია, რა დროსაც მოვარდა ე.წ სპეცრაზმი და დააკავეს ბატონი გიორგი. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მშობლებსა და ბატონ გიორგის შორის შედგა საუბარი ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ დეზინფორმაციით, რაც ყველა ტელევიზიით ვრცელდება”. – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, გიორგი ოკრიბელაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლის საფუძველზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics